saqarTvelos mdinareebi - eriswyali, didi eriswyali
ტერიტორიული ერთეულები | გალის მუნიციპალიტეტი |
სიგრძე | 75 კმ |
აუზის ფართობი | 296 კმ² |
სინონიმი: დიდი ერისწყალი.
მდინარე გალის მუნიციპალიტეტში, ოქუმის მარცხენა შენაკადი. ზღვის დონიდან 560 მ. სიგრძე 75 კმ, აუზის ფართობი 296 კმ2. იწყება ოხაჩქუეს კარსტული მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირში. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა კარსტული წყლებით, გაზაფხულზე იცის ხანმოკლე წყალდიდობა, წელიწადის სხვა დროს - წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,0 მ3/წმ. ერისწყლის შენაკადია რთომისწყალი, პატარა ერისწყალი და სხვა.